ესპანეთის ლა ლიგის სეზონის განახლებისთვის პირველი ნაბიჯი გადაიდგა და კლუბები უახლოეს ხანში საწვრთნელ პროცესს განაახლებენ.
ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა გააკეთა განცხადება, რომ 4 მაისიდან სპორტსმენებს, მათ შორს ცხადია ფეხბურთელებსაც ვარჯიშების დაწყება შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ გუნდური ვარჯიშები 11 მაისიდან დაიშვება. სანჩესმა აღნიშნა, რომ ოთხი ეტაპი იქნება სპორტსმენებთან დაკავშირებით:
ფაზა 0: ინდივიდუალური ვარჯიშები პროფესიონალი სპორტსმენებისთვის
ფაზა 1: საშუალო ვარჯიში სპორტულ ცენტრებში
ფაზა 2: ავტორიზაცია გარეაქტივობებზე 400 მონაწილეზე ნაკლები გამომსვლელით
ფაზა 3: დაბრუნება ნორმალურ ვითარებაზე, განსაკუთრებული მითითებებისა და შეზღუდვების გარეშე
აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე სეზონის განახლების თარიღზე არაფერი თქმულა.