ფეხბურთი

21:23 | 28.04.2020 | ნანახია 702 - ჯერ

ეტო'ო: "ჩემმა რჩევამ მესის კარიერა შეცვალა"

ვეტერანმა კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტო’ომ განაცხადა, რომ მის მიერ მიცემულმა რჩევებმა ლიონელ მესის კარიერა შეცვალა.

„ახლახან მან მადლობა გადამიხადა რჩევებისთვის, რომელსაც ახლა აქ ვერ გავაჟღერებ, იმ რჩევებმა მესის კარიერა შეცვალა. 15 წელზე მეტი გავიდა, რაც მას ვიცნობ, მაგრამ არაფერი შეცვლილა, კვლავ შესანიშნავი ადამიანია, რომელიც გავიცანი და ახლაც ვიცნობ. წარსულში ჰქონდა რამდენიმე ცუდი მომენტი, მაგრამ ნიჭი არასდროს დაუკარგავს“, - აღნიშნა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ სამუელ ეტო’ო და ლიონელ მესი „ბარსელონაში“ თანაგუნდელები 2004-2009 წლებში იყვნენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:28 | 29.04.2020
Ginóbili20 (2332)

შავი პანტერა ძაან მაგარი 9-იანი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო ფენომენის წასვლის მერე.

0.116257