არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ განაცხადა, რომ პორტუგალიელი მცველი ფერნანდო კოუტუ ფეხბურთის ბუცებში გამოწყობილი მკვლელი იყო.
ამის შესახებ არგენტინელმა ყოფილ თანაგუნდელ ფაბიო კანავაროს („პარმასა“ და „ინტერში“) ინსტაგრამში საუბრისას უამბო.
„კოუტუ მკვლელი იყო! მკვლელი ფეხბურთის ბუცებით! როდესაც მარცხდებოდა, თამაშს ივიწყებდა და პირდაპირ მეტოქეზე მიდიოდა განრისხებული. არ აინტერესებდა თამაშის შესახებ არაფერი, ბურთი შეიძლებოდა სხვა მხარეს ყოფილიყო“, - თქვა კრესპომ.
შეგახსენებთ, რომ ერნან კრესპო და ფერნანდო კოუტუ თანაგუნდელები 2000-2002 წლებში რომის „ლაციოში“ იყვნენ, თუმცა ერთმანეთის წინააღმდეგაც არაერთხელ უთამაშიათ.