ფეხბურთი

19:41 | 28.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ შესაძლოა მოედანზე გადაფურთხებისთვის ფეხბურთელები ყვითელი ბარათით გააფრთხილოს

კორონავირუსის პანდემიის დროს თუ საფეხბურთო ტურნირები განახლდება, გუნდებს და ფეხბურთელებს არაერთი შეზღუდვით მოუწევთ თამაში. მათ შორის, ერთ-ერთი მოედანზე გადაფურთხება იქნება.

Telegraph-თან საუბარში ფიფას სამედიცინო კომიტეტის ხელმძღვანელმა მიშელ დ’ჰოგემ განაცხადა, რომ ამის გამო ფეხბურთელების ყვითელი ბარათით დასჯა მიზანშეწონილია.

„ეს სპორტში ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ჰიგიენური არ არის. როდესაც თამაშს კვლავ დავიწყებთ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ამის თავიდან აცილება. საკითხავია, როგორ... შესაძლებელია,რომ ვინც მოედანზე გადააფრუთხებს, ყვითელი ბარათი გამოვიყენოთ, რადგან ეს შეიძლება იყოს კორონავირუსის ინფექციის გადამტანი იმის გათვალისწინებით, რომ ნერწყვი მინდორში რამდენიმე საათი რჩება“, - განაცხადა მიშელმა.

„თუ ადამიანი დაინფიცირებულია, მაგრამ უსიმპტომოა, ვირუსი ყელში აქვს, შესაძლებელია მისი გაძევებაც“, - დასძინა კემბრიჯის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა იან ბერლიმ.

თეგებიფიფა
0.114723