ფეხბურთი

22:05 | 27.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსის პანდემიის გამო ფიფა კლუბებს შეღავათს სთავაზობს

ფეხბურთში შესაძლოა კლუბებს თამაშში სამი ცვლილების ნაცვლად ხუთი შეცვლის უფლება მიეცეს. ფიფამ კლუბებს აღნიშნული იდეა წარუდგინა და განხილვის სტადიაშია.

„როდესაც შეჯიბრებები განახლდება, კალენდრები გადატვირთული იქნება, რადგან დაშავებულ მოთამაშეთა რისკს ზრდის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფიფა გთავაზობთ დროებით ნებართვას შეცვლების უფრო მეტ რაოდნეობაზე, რომელიც ხუთამდე გაიზრდება“, - ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

აღნიშნული იდეის დამტკიცების შემთხვევაში კლუბების ხუთი შეცვლის შესაძლებლობა შეწყვეტილი სეზონის განახლებიდან დასრულებამდე და ახალ სეზონში 2021 წლის ივნისამდე ექნებათ.

თეგებიფიფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113231