თურქული „ტრაბზონსფორი“ გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს. როგორც გამოცემა fanatik-ი წერს, ზაფხულში კლუბის მთავარი სამიზნე ორი ფეხბურთელი იქნება, ჩაკვეტაძე და „ჰაპოელის“ მოთამაშე მოჰამედ აბუ ფანი.
ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი „ტრაბზონსფორის“ პრეზიდენტია, თუმცა ამ ეტაპზე უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. Transfermarkt-ი ქართველ შემტევს 6 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ „გენტი“ უფრო მეტს მოითხოვს.
თურქულ კლუბში კი ჩვენებური 34 წლის არგენტინელი შემტევის, ხოსე სოსას მემკვიდრედ ესახებათ. ცნობისთვის, ჩაკვეტაძე ბოლო დროს იტალიურ „რომას“ და ფრანგულ „ბორდოსაც“ დაუკავშირეს.
ჩვენებურმა 2019-2020 წლების სეზონში „გენტში“ ჩატარებულ 12 მატჩში 2 საგოლე პასი შეასრულა, კონტრაქტი კი ბელგიურ გუნდთან 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
" რუსეთშიც და თურქეთშიც მაგარი ტრამპლინია -"ოო- ოპაა, ტაშიიი, ერთი გამახსენეთ რუსეთიდან რომელი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა უკეთეს ჩემპიონათში და უკეთეს გუნდში?? პირიქით სანამ ყავლი არ გაუვიდათ ვერსადაც ვერ გადავიდნენ, და იქვე დამარხეს ოცნებები კარიერაზე.
ბევრნი გადავიდნენ -- კობიაშვილი ყაველაშვილი დემეტრაძე შელია რევიშვილი... მართალია ოსური გუნდიდან ალანიადან მაგრამ მაინც რუსეთის გუნდი იყო ! აქ რუსეთს და ჩინეთში კი არაა საქმე იმაშია როგორი აგენტი ყავს და არიან თუ არა ის და მისი აგენტი ფულის მონები
მე მომწონს ეს ვარიანტი. მაგრამ გენტის ფინანსურ მადას რამდენად დააკმაყოფილებენ ტრაპიზონელები, ეგაა საკითხავი.
რა სისულელეა როგორ დაუთმობენ გენტის ფულის ღორები 6 მილიონად როვა 25 მილიონზე არქვთ პრეტენზიები @ ან რა უნდა თურქეთში ? თურქული ჩემპიონატი რუსეთზე ძლიერი არანაირად არაა ! ერთი რამით იქნება კარგი ჩაკვეტაძის თამაშებს უფრო ადვილად ვნახავთ ხოლმე ბელგიის ცემპიონატს ევროპის სპორტული ტელევიზიები კი არა თვითონ ბელგიის ტელევიზიებიც არ აჩვენებენ ამიტომ სულ ძებნაში და წვალებაში ვიყავი ხან ხორვატიის ტელევიზიებში ვეძებდი ხან უკრაინის @ ამ ორი ქვეყნის ტელევიზიები ნანდახან აჩვენებდნენ გენტის თამაშებს (ჩვენი ნაბ....რი ტელევიზიებისგან განსხვავებით) იმიტომ რომ იქ მაგათი ფეხბურთელები თამაშობდნენ
ჩემი აზრითაც მაგ ფასად არ გაუშვებენ დაიტოვებენ დაელოდებიან რო მოიხოდოს მინიმუმ როგორც იყო იქამდე მაინც და მერ ეგაყიდიან სარფიანად , თურქეთში რო გადავიდეს არც მე მინდა მაგრამ იგივე პონტია ეხლა ცესკაში ან ზენიტში რო გაიჩითოს ქართველი , თურქეთში ტრაბზონსპორი ჩემპიონობაზე იწევს ეგეთ გუნდში მოხვედრა რუსეთშიც და თურქეთშიც მაგარი ტრამპლინია მაგრამ არა არ უდან გადავიდეს ტრაბზონში . და რაც შეეხება ბელგიის თამაშების ლინკს რავი მე სულ ვუყურებ ხოლმე არ მექმნება პრობლემა ლინკი ყოველთვის იჩითება ინტერნეტში .
ინტერნეტში რა თქმა უნდა არის ლინკები მაგრამ ჯერ ერთი იმათგან უმეტესობა ვირუსიანი საიტებისაა და თუ შეგვხდა მაინც უვირუსო იქ ყურებაც მაგარი პრობლემაა იმიტომ რომ ჭედავს წამდაუწუმ @ მე ჩემ სმარტ ტვ ხელსაწყოში ევროპის და მსოფლიო მარტო სპორტული არხები 150 ზე მეტი მაქვს ჩაწერილიდა სხვა არხებიც ალბათ ასი იმდენი და არცერთ არხზე არაა ბელგიის ჩემპიონატი ! ევროპაში ორი ქვეყანაა ვისი თამმაშეებიც არ გადაიცემა საერთო ევროპულ ბადეში ევრროსატში ერთი ბელგიაა და მეორე ფარერები