ფეხბურთი

15:19 | 27.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცხოვრება მექნებოდა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ, რომელიც პარაგვაიში გაყალბებული პასპორტების გამო დააკავეს, თავისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

სამხრეთ ამერიკელი აღნიშნავს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა მსგავს ვითარებაში თუ ჩავარდებოდა.

„ჩვენ გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც შევიტყვეთ, რომ დოკუმენტები კანონიერი არ იყო. მას შემდეგ ჩვენი მიზანი გახლდათ სასამართლო უწყებასთან თანამშრომლობა ფაქტების გასარკვევად, იმ წუთიდან დღემდე, ავუხსენით ყველაფერი და ვუპასუხეთ ასაც გვეკითხებოდნენ.

ეს სერიოზული დარტყმა იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სიტუაციაში ვიცხოვრებდი. მთელი ცხოვრება ვცდილობდი პროფესიონალური უმაღლესი დონისთვის მიმეღწია და ხალხს ჩემი ფეხბურთით სიამოვნებას ვანიჭებდი.

პარაგვაიში ჩასვლის პირველივე დღიდან ხალხის სითბო, სიყვარული და პატივისცემა ვიგრძენი, მადლობელი ვარ ამისთვის. მაქვს ჩემი რწმენა ვლოცულობ, რომ ეს მალე დასრულდეს. პირველი რასაც გავაკეთებ, ვაკოცებ დედაჩემს, რომელიც პანდემიის დაწყების დღიდან რთულ ვითარებაში ცხოვრობს“, - თქვა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ასუნსიონის ციხეში იმყოფებოდა, ამჟამად კი ამავე ქალაქში შინაპატიმრობაშია.

თეგებირონალდინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114107