ფეხბურთი

11:28 | 27.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" დღეს საწვრთნელ პროცესს დაიწყებს

ლონდონის „არსენალი“ პირველი ინგლისური გუნდია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე საწვრთნელ პროცესს განაახლებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

„მეთოფეებს“ მკაცრი წესების დაცვა მოუწევთ, ჯგუფებად დაიყოფიან, რომლებიც 5-5 ფეხბურთელისგან შედგება, ისინი ერთმანეთისგან დისტანცირებულად ივარჯიშებენ.

აკრძალული იქნება მათ შორის კონტაქტი და ვარჯიშის შემდეგ შხაპის მიღებაც საკუთარ სახლებში მოუწევთ.

შეგახსენებთ, „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, თუმცა ესპანელმა დაავადების დამარცხება მოახერხა.

0.11709