ფეხბურთი

10:32 | 27.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქამ-ბექი, გოლები, ურიცხვი საგოლე მომენტები: დაუვიწყარი მატჩი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში (+VIDEO)

ევროპის ჩემპიონატების მატიანე არაერთ სახელოვან და დაუვიწყარ დუელს გვინახავს. ერთ-ერთი მათგანი კი, 2004 წლის 19 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ ავეიროში გაიმართა.

ეს არ ყოფილა არც პლეი-ოფის მატჩი და მითუმეტეს არც ფინალი, მაგრამ არაფერი აკლდა - კლასი, დრამა, დაძაბულობა და რაც მთავარია ფეხბურთის თამაში! იმ დღეს ჰოლანდიის ნაკრები (მაშინ ჩვენთვის ჰოლანდია იყო და მოდით ამ შემთხვევაშიც ასე მოვიხსენიოთ) ჩეხეთს დაუპირისპირდა. პირველ ტურში ჰოლანდიელებმა გერმანიასთან მარცხს თავი ბოლოსკენ დააღწიეს, ხოლო ჩეხებმა დებიუტანტი და ამოუცნობი ლატვია რის ვაი-ვაგლახით დაამარცხეს.

მათი დაპირისპირება კი ჰოლანდიის ნაკრებმა რიხით დაიწყო, მე-19 წუთზე ვილფრიდ ბუმასა და რუუდ ვან ნისტელროის გოლებით მშრალად იგებდა. მაგრამ ჩეხეთის ნაკრების მებრძოლი სული კარგად დავინახეთ. იან კოლერმა, მილან ბაროშმა და ვლადიმირ შმიცერმა კარელ ბრიუკნერის ნაკრებს გამარჯვება მოუტანეს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ ყოფილა, იყო უამრავი საგოლე მომენტი, ძელები, ხარიხები, მეკარეების შესანიშნავი სეივები და მცირეოდენ არაზუსტი ეპიზოდები. მოკლედ, სულ თავისუფლად შეიძლებოდა რაც გავიდა, ერთი იმდენი გოლი კიდევ გასულიყო.

ჰოლანდიისა და ჩეხეთის დაპირისპირება ევრო 2004-დან ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეულია.

თეგებიევრო 2004
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117966