ფეხბურთი

23:47 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: "2014 წლის ფინალის შემდეგ კარიერის დასრულებას ვაპირებდი"

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ გერმანიასთან 2014 წელს წაგებული მუნდიალის ფინალის მერე კარიერის დასრულებას აპირებდა. მაშინ „პიპიტამ“ რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, რის გამოც დიდი ხანი აკრიტიკებდნენ.

თუმცა, იგუაინს ფეხბურთიდან წასვლა დედამ გადააფიქრებინა და დღემდე თამაშობს:

„2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ფეხბურთიდან წასვლას ვაპირებდი, მაგრამ დედამ მითხრა, რომ არა, უნდა გამეგრძელებინა. ეს რომ არა, დავნებდებოდი. ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ დედაჩემი უფრო მეტად მიყვარს. მითხრა, რომ არ დაუშვებდა ფეხბურთიდან მის გამო წავსულიყავი.

„იუვენტუსიდან“ წასვლა? რონალდუს ყიდვის შემდეგ თვისობრივი ნახტომი გააკეთეს და მითხრეს, რომ არ შეეძლოთ ჩემი დატოვება, გამოსავალს ეძებდნენ. მე მითხოვია წასვლა, მათ გამიშვეს.

კრიტიკა? ზოგჯერ ქუჩაში გასვლის მეშინია, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც საშინელ რამეებს გეუბნებიან და პირდაპირ შეტევაზე გადმოდიან. არადა, ჩვენ არავის ვკლავთ, უბრალოდ სპორტსმენები ვართ და არ შეგვიძლია მშვიდად ვიაროთ?

ხალხი ამბობს, უამრვა ფულს გამოვიმუშავებთ, მაგრამ ასე მარტივად არაა, მეგობრების შეძენა შეუძლებელია, 14 წლიდან შობას სხვადასხვა ადამიანებთან ერთად ვხვდები, მინდა დედაჩემის ნახვა, მაგრამ 15-საათიანი ფრენა მიწევს. რა თქმა უნდა, შემიძლია ბილეთის შეძენა, მაგრამ ის ჩემგან 10 წუთის გზაზე არაა. ყველა იმით გაფასებს რას აკეთებ მოედანზე, ყოველგვარი ფიქრის გარეშე. ეს გადაჭარბებულია, მაგრამ მივეჩვიე“, - განაცხადა იგუაინმა.

0.826606