ბოლო ხანს აქტიურად ვრცელდება ხმები, რომლის თანახმად „ლივერპული“ პსჟ-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს გადაბირებითაა დაინტერესებული. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ჭორები არაა.
ფრანგული გამოცემა Le10sport-ის ინფორმაციით, „წითლების“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მბაპეს მამას, ვილფრიდს პირადად დაუკავშირდა. გერმანელი ფრანგი ფეხბურთელის მამას ტელეფონით გაესაუბრა და შვილის სამომავლო გეგმებზე ჰკითხა.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. მბაპეს „ლივერპულის“ გარდა მადრიდის „რეალიც“ იწვევს. ბრიტანული მედიის ცნობით კი, ინგლისელები სადიო მანეს შემცვლელად განიხილებენ, რომელსაც ასევე „სამეფო კლუბს“ უკავშირებენ.