ფეხბურთი

16:25 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ვიერის და ანტონიო კასანოს სიმბოლური ნაკრებები

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი კრისტიან ვიერი ყოველდღე ინსტაგრამის პირდაპირ ეთერშია და ყოფილ კოლეგებეს ესაუბრება. არაოფიციალურად „ბობომ“ ჟურნალისტობა დაიწყო და არაერთ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის.

გუშინ ვიერი ანტონიო კასანოს გაესაუბრა, რომელსაც სიმბოლური ნაკრების დასახელა სთხოვა:

„ბუფონი კარში, დაცვაში მარჯვნივ კაფუ, მარცხნივ რობერტო კარლოსი, ცენტრში სერხიო რამოსი და ვალტერ სამუელი. ჩემს ნახევარდაცვაში დაცვის წინ ანდრეა პირლო, კლარენს ზეედორფი მისგან მარჯვნივ, მარცხნივ ზინედინ ზიდანი. თავდამსხმელების უკან ფრანჩესკო ტოტი, ორი ფორვარდი კი, ფენომენო რონალდო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი“, - თქვა კასანომ.

რაც შეეხება ვიერის, მან სიმბოლურ ნაკრებში საკუთარი თავიც შეიყვანა, ხოლო მისი არჩევანი ასეთია:

ჯანლუიჯი ბუფონი, კაფუ, ალესანდრო ნესტა, პაოლო მალდინი, სერჟინიო, ანდრეა პირლო, ხუან სებასტიან ვერონი, რობერტო ბაჯო, ფრანჩესკო ტოტი, რონალდო, კრისტიან ვიერი.

0.121449