ფეხბურთი

15:42 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "მესი თუ რონალდუ? ფენომენო!"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი რონალდო ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე ძლიერი ფეხბურთელი იყო.

პორტუგალიელის განცხადებით, ფენომენოს კარიერა ტრავმებმა იმსხვერპლა, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო წარმოუდგენელ შედეგებს აჩვენებდა.

„კრიშტიანუს და მესის ხანგრძლივი კარიერა აქვთ, 15 წელია სტაბილურად თამაშობენ. მიუხედავად ამისა, თუ ნიჭზე და უნარზე ვსაუბრობთ, ბრაზილიელ რონალდოს ვერცერთი აღემატება. როდესაც „ბარსელონაში“ იყო და მეც იქ ბობი რობსონთან ვმუშაობდი, მივხვდი, რომ საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ, ვინც მოედანზე მინახავს. ტრავმებმა მისი კარიერა მოკლა, რომელიც შეიძლებოდა უფრო მეტად წარმოუდგენელი ყოფილიყო. თუმცა ნიჭი, რომელიც ამ 19 წლის ბიჭს ჰქონდა, წარმოუდგენელი იყო“, - თქვა მოურინიომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112263