ფეხბურთი

2:17 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ფედერაციებს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვე მისცა

უეფამ ფედერაციებს წერილი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც 25 მაისამდე მისცა ვადა გაარკვიონ სეზონის მომავალი. ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, უეფამ ლიგის ხელმძღვანელობებს 25 მაისამდე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა, დასრულდება თუ არა ჩემპიონატები, ხოლო გაგრძელების შემთხვევაში რა ფორმატით მოხდება გაგრძელება და როდის ჩატარდება ბოლო ტურის მატჩები.

შეგახსენებთ, ევროპაში ნიდერლანდებმა და ბელგიამ სეზონი უკვე დასრულებულად გამოაცხადეს. ბელგიაში ჩემპიონად „ბრიუგე“ დასახელდა, ნიდერლანდებში - არავინ.

თეგებიუეფა
0.113833