კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ყველაზე საინტერესო 15 ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა და თითოეული მათგანი მოკლედ დაახასიათა.
გასაკვირია, რომ მესის სიაში „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ვერ მოხვდა, რომელმაც 2019-2020 წლების სეზონში საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.
ჯეიდონ სანჩო - მისი უნარები მცველების წინააღმდეგ წარმოუდგენელია.
კაი ჰავერცი - კარის წინ მისი სიმშვიდე ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შთამბეჭდავია.
ჯოშუა კიმიხი - ძალიან ნიჭიერი ფლანგის მცველი, რომელსაც ბევრი საგოლე პასი აქვს.
ბენჟამენ პავარი - კლასიკური მცველი, რომელიც შეტევაშიც შედეგიანია.
ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი - გამონაკლისი ფეხბურთელია, მომავალი მისია.
კრისტიან პულიშიჩი - დიდი ბალანსი და სისწრაფე აქვს.
მეისონ მაუნთი - მას შემდეგ, რაც მისი თამაში ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ აქვს პოტენციალი გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო.
ფილ ფოდენი - წარმოუდგენელ რამეებს აკეთებს, ძალიან ნიჭიერია.
ლუკა იოვიჩი - მაგიური მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს.
ედერ მილიტაო - ფენომენალური ნიჭი აქვს და ძლიერი მეტოქეა.
უსმან დემბელე - ვარჯიშებზე მისი სისწრაფე საშიშია.
ჰუსემ ოუარი - ყოველთვის მშვიდია და შესანიშნავი ტექნიკური თვისებები გააჩნია.
ფრენკი დე იონგი - ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნახევარმცველი, რომელიც მის ასაკში მინახავს.
ჟოაო ფელიქსი - ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მსოფლიოში.
კილიან მბაპე - სწრაფი, გოლეადორი და ძალიან საშიშია.