ფეხბურთი

22:13 | 24.04.2020 | ნანახია NaN - ჯერ

"გამიჭირდა ამის გაცნობიერება" - ანდრეს ინიესტამ ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ დეპრესიაში იყო. ანდრესი იხსენებს, რომ მეგობრის, დანი ხარკეს („ესპანიოლის“ ყოფილი ფეხბურთელი - რედ) გარდაცვალების ამბავმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა და ამის გაცნობიერება ძალიან გაუჭირდა.

„დღეები გადიოდა და ვხვდებოდი, რომ ჩემი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი. ეს ყველაფერი ბნელი იყო, ყველაფერს შავ ფერში ვუყურებდი. როდესაც ეს ამბავი გავიგე, თითქოს ძლიერი დარტყმა მივიღე და ძალიან დაბლა დავეცი“, - თქვა ინიესტამ.

შვილის დეპრესიულ ვითარებაზე ანდრესის მამამ, ხოსე ანტონიომ ისაუბრა:

„როდესაც შენი 25 წლის შვილი შუაღამისას გეუბნება, რომ მშობლებთან დაძინება უნდა, ეს ნიშნავს, რომ რაღაც რიგზე არაა. მითხრა, რომ კარგად არ იყო, ვკითხე რა სჭირდა, მაგრამ მიპასუხა, რომ თავს კარგად არ გრძნობდა. გარკვეულ მომენტში ვფიქრობდი, რომ უმჯობესი იქნებოდა ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა. მას დეპრესიის დაძლევაში პეპ გვარდიოლა დაეხმარა“, - აღნიშნა ხოსე ანტონიომ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:53 | 01.05.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

კაცოო, ამ გაქანებული თვითიზოლაციის ხანაში ყველა ინტერნეტსაა მიმწყდარი და აქ რატომ აღარავინ შემოდის ? დისტანცია ერთმანეთთან უნდა დავიცვათ, ვორლდპორტ.ჯი-სთან კი არა

14:48 | 01.05.2020
ბაგი-რეი (2263)

კომენტარებს არ წერს ხალხი უბრალოდ

0.070267