სხვა

21:12 | 24.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

53 წლის მაიკ ტაისონი კრივს უბრუნდება

კრივის ცოცხალი ლეგენდა მაიკ ტაისონი ვარჯიშობს, რომ რინგს დაუბრუნდეს საქველმოქმედო მატჩებისთვის. ამის შესახებ ამერიკელმა ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კრივის ხელთათმანებით ვვარჯიშობდი, გამიჭირდა. ვვარჯიშობ, ვცდილობ რინგზე დავბრუნდე. ვფიქრობ, რომ შემიძლია ფორმაში დაბრუნება, მინდა წავიდე სპორტულ დარბაზში და მზად ვიყო სამი-ოთხი საქველმომქედო სპარინგის ორგანიზებისთვის, რომ დავეხმარო უსახლკაროებსა და ნარკომანებს“, - თქვა 53 წლის მაიკმა.

შეგახსენებთ, „რკინის მაიკმა“ პროფესიონალური კარიერა 2005 წელს დაასრულა.

0.115448