ჰოლანდიის ერედივიზიონის 2019-2020 წლების სეზონი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ლიგის ვებგვერდის ცნობით, ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა და ბელგიის შემდეგ ჰოლანდია მეორე ევროპული ქვეყანა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ქვეყნის პრემიერმინისტრ მარ რუტეს ორი დღის წინ გაცემულმა ბრძანებულებამ, რომ ქვეყნის მასშტაბით 1 სექტემბრამდე სპორტული აქტივობები შეეჩერებინა, ერედივიზიონის ბოსებს სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ამის შესახებ უეფასაც ეცნობა და ალექსანდრ ჩეფერინს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მიეღო ეს ნაბიჯი.
შედეგად, ლიგიდან არავინ გავარდება და არც არავინ აღზევდება დაბალი დივიზიონიდან. რაც შეეხება ჩემპიონის ბედს, ტიტული არცერთ გუნდს არ გადაეცემა. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონატს 56-56 ქულით "აიაქსი" და "ალკმაარი" ლიდერობდნენ. ევროსაგზურებს კი გუნდები სატურნირო ცხრილში მოპოვებული პოზიციების მიხედვით გაინაწილებენ ("აიაქსი" და "ალკმაარი" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ).
ამრიგად, ბელგიის შემდეგ, სადაც ჩემპიონად „ბრიუგე“ გამოაცხადეს, ჰოლანდია მეორე ქვეყანაა, სადაც საფეხბურთო სეზონი დასრულდა.