ფრანგული „ლიონის“ ბრაზილიელი მცველი რაფაელი ნეიმარს აკრიტიკებს. სამხრეთ ამერიკელის განცხადებით, მის თანამემამულეს გაზრდა სჭირდება არამარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც.
რაფაელი ფიქრობს, რომ ნეიმარი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ფეხბურთი მისი მთავარი პრიორიტეტი არაა.
„ნეიმარი ლიდერი არაა. მოედანზე დიდი საქმის გაკეთება შეუძლია თუ კონცენტრირებული იქნება. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს მისი პრიორიტეტი ფეხბურთი არაა.
სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ადამიანებს არ სურთ სიმართლის მოსმენა, უბრალოდ კომპლიმენტები სურთ, მაგრამ ცხოვრება ასე არაა. სხვებს უნდა მოუსმინოს და ასე თუ მოიქცევა, ბრაზილიის ნაკრების შეჩერება რთული იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ის, მაგრამ ბევრ რამეში უნდა განვითარდეს, თუნდაც მოედნის მიღმა. ეს ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, იმედია შეძლებს ამის გაკეთებს და ჩვენ გამარჯვების დიდი შანსი გვექნება“, - განაცხადა რაფაელმა.