ფეხბურთი

16:14 | 24.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მონპელიეს" ფეხბურთელი კორონავირუსის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს

„მონპელიეს“ ფეხბურთელი სალომონ ჟუნიორ სამბა კორონავირუსის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.

სამბას კორონავირუსი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით სუნთქვის გაძნელება მნიშვნელოვნად გაუარესდა. რის გამოც სახლიდან რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით, 23 წლის ფეხბურთელის შესახებ სხვა, უფრო დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ სამბა შესაძლოა საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდება.

0.134712