თამაშგარე

11:46 | 24.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანა ივანოვიჩი და კურდღელაურელი მარო ბაბო

წარსულში მსოფლიოს საუკეთესო ქალ ჩოგბურთელთა შორის მოზიმზიმე ვეტერანი სერბი მეჩოგნე ანა ივანოვიჩი თავის ლეგენდარულ ქმართან, გერმანელ მობურთალ ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად, ბავარიის რეგიონში მდებარე ფეშენებელურ ვილაში კარანტინის წესების დაცვით ცხოვრობს, თუმცა მედიასთან ურთიერთობას იქაც გაურბის.

რამდენიმე დღის წინ, ანამ გერმანელ ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ სახლში შეკეტვის პირობებში მისი და ბასტიანის საუკეთესო გასართობი სექსია და რომ არა ძალმოსილი სპორტული სექსის მთელი დიდებულება, პანდემიის ჟამს ფეხბურთელისა და მეჩოგნისგან შემდგარ ოჯახს ალბათ მოწყენილობისაგან ამოხდებოდა სული.

მსგავსი განცხადება ბოლო პერიოდში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა, თუმცა ანა ივანოვიჩი ასეთი პირდაპირი “პირში მიხლებით“ არასოდეს იყო გამორჩეული. როგორც ჩანს პანდემიამ მასაც დაატყო ხელი და კურდღელაურელი მარო ბაბოსავით ყველაფრის საჯაროდ და ჰაიჰარად დამღერება დაიწყო.

0.177086