ფეხბურთი

11:18 | 24.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა "მანჩესტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს

პოლ პოგბასა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ურთიერთობა დასასრულეს უახლოვდება. Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბს კიდევ ერთხელ უარი უთხრა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე.

პოგბას „წითელ ეშმაკებთან“კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ცხადია თუ ინგლისური გუნდი უახლოეს ხანში ახალ ხელშეკრულებაზე ვერ დაიყოლიებს, მისი გაყიდვა მოუწევს.

ფეხბურთელით ყველაზე მეტად „რეალი“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებულნი. შეგახსენებთ, პოგბა „მანჩესტერის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს და 143 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი.

0.128957