ფეხბურთი

0:44 | 24.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის 2-წუთიანი აფეთქება ინგლისთან (+VIDEO)

საფრანგეთის ნაკრებმა 1998 და 2000 წლებში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ აღმართს დაღმართი მოჰყვა და 2002 წლის მუნდიალზე ჯგუფში უგოლოდ ჩარჩა.

როჟე ლემერის გუნდს რეაბილიტაციის კარგი შანსი პორტუგალიაში ევრო 2004-ზე ჰქონდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით ჩავიდა.

13 ივნისს, ლისაბონში, „და ლუჟზე“ ორი ფავორიტი, ინგლისი და საფრანგეთი გაეჯიბრნენ ერთმანეთს. ორივე გუნდის რიგებს არაერთი ვარსკვლავი ამაგრებდა. თამაში ისე მიდიოდა, რომ ინგლისს უნდა მოეგო. ტაიმის ბოლოს დევიდ ბექჰემის პასით ფრენკ ლამპარდმა ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში უეინ რუნის დრიბლინგი ფრანგების კარში დანიშნული პენალტით დასრულდა. თუმცა ბექჰემმა ვერ ივარგა და ფაბიენ ბარტეზმა საკუთარი გუნდი გადაარჩინა. გამოუყენებელი მომენტი ინგლისს ძვირად დაუჯდა და საქმეში გენიოსი ზინედინ ზიდანი ჩაერთო.

მსაჯმა შეხვედრას 3 წუთი დაამატა, საფრანგეთი ისევ მარცხდებოდა (0:1), როდესაც ზინედინ ზიდანმა საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ორ წუთში კი სიტვენ ჯერარდის უხეში შეცდომის შემდეგ დევიდ ჯეიმსს ტიერი ანრის წაქცევა საკუთარ საჯარიმოში მოუწია. პენალტი „ზიზუმ“ ზუსტად შეასრულა, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ევრო 2004 საფრანგეთისთვისაც და ინგლისისთვისაც წარუმატებელი გამოდგა, ორივე მეოთხედფინალში დამარცხდა მომავალ ფინალისტებთან, შესაბამისად საბერძნეთთან (0:1) და პორტუგალიასთან (პენალტების სერიაში).

0.115024