ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა ევგენი მარკოვმა sport.business-gazeta.ru-სთან ვრცელ ინტერვიუში ქართველი თანაგუნდელების შესახებ ისაუბრა.
მარკოვის განცხადებით, ისინი ძალიან მხიარული ბიჭები არიან, მაგრამ რუსული ენა ვერ შეისწავლეს. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იციან: „ხელფასი როდის იქნება?“
„ქართველების გარდა ვერავის გამოვყოფ, რადგან ცალკე ხელოვნებას წარმოადგენენ. ისინი ძალიან მხიარული ბიჭები არიან. როდესაც მოვიდნენ, ვფიქრობდით, რომ მაქსიმუმ სამ თვეში რუსულ ენას შეისწავლიდნენ, მაგრამ ახლა თითქმის 1 წელი გავიდა და მხოლოდ ეს იციან: "გამარჯობა, როგორ ხარ? ხელფასები როდის იქნება?“ რუსულად თითქმის ყველაფერი ესმით, მაგრამ ვერ საუბრობენ. ქართველ თარჯიმანზე უარი გუნდმა ალბათ ამიტომ თქვა, რომ ასე უფრო სწრაფად ითვისებენ ენას, ისე კი, თარჯიმანი ოქროს ადამიანი იყო“ - თქვა მარკოვმა.
შეგახსენებთ, რომ "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ, ხოლო იანვრამდე გუნდში ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანიც იყვნენ.