ფეხბურთი

15:59 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფული ჩემია და როგორც მინდა, ისე დავხარჯავ!" - ადებაიორი კორონავირუსთან ბრძოლაში სამშობლოს არ დაეხმარება

ვეტერანი ტოგოელი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი სამშობლოში გააკრიტიკეს, რადგან აფრიკელმა კორონავირუსთან ბრძოლაში არავითარი ფულადი შემოწირულობა არ გაიღო.

ასუნსიონის „ოლიმპიას“ ფორვარდმა სწორედ ამის გამო კრიტიკოსებს უპასუხა და განაცხადა, რომ ფული თავისია და როგორც უნდა ისე დახარჯავს.

„ეს ვიდეო მათთვისაა, ვინც ამბობს, რომ მე შემოწირულობას არ ვაკეთებ. მართალია, არ ვაკეთებ, ძალიან მარტივია. ვაკეთებ იმას, რაც მსურს, ვჭამ იმას, რისი ჭამაც მინდა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. იქნება ხალხი ვინც გამაკრიტიკებს, რადგან ლომეში (ტოგოს დედაქალაქი - რედ) ფონდი არ შევქმენი. სიტუაცია ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მე არ ვყოფილვარ, ვინც ლომეში ვირუსი ჩაიტანა.

თუ გინდათ შეგიძლიათ შემადაროთ დიდიე დროგბას და სამუელ ეტო’ოს, რომლებიც ქველმოქმედებას აკეთებენ, მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვარ დროგბა და ეტო’ო. მე ვარ ემანუელ ადებაიორი და ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ფული ჩემია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ“, - თქვა ადებაიორმა.

აქვე გეტყვით, რომ კონკრეტულად ლომეში ამ დროისთვის კორონავირუსის 88 შემთხვევაა გამოვლენილი.

0.119288