თამაშგარე

14:02 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერის ცოლი თვითიზოლაციაში რჩება

20 აპრილის შემდეგ, გერმანიაში ანტისაპანდემიო კარანტინის მდგომარეობა შესამჩნევად შემსუბუქდა და გერმანელთა დიდმა ნაწილმა ცხოვრება ძველებურად განაახლა. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანელთა წარმატება ნამეტანი ახარებს “ბუნდესნაკრების“ გოლკიპერის, მანუელ ნოიერის მეუღლეს, ნინა ვაისს, თუმცა...

ნინა ვაისი ამბობს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მისი ქვეყნის წარმატება სასიხარულოა, თუმცა თვითონ მაინც ინარჩუნებს სიფრთხილეს და ძველებურად თვითიზოლაციაში რჩება. იგი ასევე ერიდება მეგობრებთან შეხვედრებს და აპირებს ზაფხული მხოლოდ საკუთარ ოჯახთან ერთად განმარტოებით გაატაროს.

როგორც იცით, ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების ხელმძღვანელნი შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონატები ზაფხულში უმაყურებლოდ განახლდება და მანუელ ნოიერს წესით თავისუფალი დრო საერთოდ აღარ ექნება. პანდემიის მოშიშარ ნინა ვაისს კი როგორც ჩანს ზაფხულში დასვენება ქმრის გარეშე მოუწევს.

0.147987