ფეხბურთი

12:31 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოლდო: "ჩემი კარიერის საუკეთესო სეივი "იუვენტუსთან" გატანილი გოლია" (+VIDEO)

ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ ფრანჩესკო ტოლდომ განაცხადა, რომ მისი კარიერის საუკეთესო სეივი „იუვენტუსთან“ ჯანლუიჯი ბუფონის კარში გატანილი გოლია.

„ჩემი საუკეთესო სეივი „იუვენტუსთან“ გატანილი გოლია, ბოლო წუთზე. ვიერის თანამონაწილეობით შევძელი გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება. ეს ყველაზე სასიამოვნო ეპიზოდია.

ეს გოლი ჩემია, მიუხედავად იმისა, რომ ვიერის ჩაუთვალეს. ბობო ამბობს, რომ ბურთი მას შეეხო, მაგრამ ეს სიმართლე არაა. კონტექსტი მნიშვნელოვანი იყო, „სან სიროზე“ ბოლო წუთზე გოლი „იუვენტუსთან“, - თქვა ტოლდომ.

იტალიელი მეკარე 2002 წლის 19 ოქტომბერს გამართულ „დიდ იტალიურ დერბიზე“ საუბრობს, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. 89-ე წუთზე ტურინელები ალესანდრო დელ პიერომ დააწინაურა, რასაც მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე ტოლდომ და ვიერიმ ერთობლივად უპასუხეს. საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ბურთს ჯერ ტოლდო შემდეგ ვიერი (სავარაუდოდ) შეეხო და ანგარიში გათანაბრდა.

ოფიციალურმა წყაროებმა გოლი იტალიელ თავდამსხმელს ჩაუთვალეს, მაგრამ როგორც ხედავთ, ფრანჩესკო ტოლდოს განსხვავებული მოსაზრება აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119602