ფეხბურთი

0:12 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დეზინფიცირებული ბურთი და აკრძალული გადაფურთხება - ფარერებზე ჩემპიონატი იწყება

ფარერების კუნძულებზე 9 მაისს საფეხბურთო სეზონი დაიწყება, ორი თვის დაგვიანებით. თუმცა, გუნდებს მთავრობისა და ფედერაციის განკარგულებით წესების დაცვა მკაცრად მოუწევთ.

მაგალითად, ყველა ფეხბურთელი ვალდებულია წყალი საკუთარი ბოთლიდან დალიოს, ბურთი დეზინფიცირებული იქნება და რაც ყველაზე საინტერესოა, ფეხბურთელებს მოედანზე გადაფურთხება აეკრძალათ.

ცხადია, თამაშის შემდეგ ყველა მათგანს ხელების კარგად დასუფთავება მოუწევს. გარდა ამისა, მატჩებზე მაყურებლები არ დაიშვებიან.

აქვე გეტყვით, რომ ფარერებზე ამ დროისთვის კორონავირუსის დაახლოებით 200 შემთხვევაა დაფიქსირებული, ლეტალური შედეგი კი არ დაფიქსირებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114996