ფეხბურთი

21:05 | 22.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: "ჩემი კარიერის მთავარი გამარჯვება "რეალზე" უარის თქმა იყო"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ „რეალში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ „რომაში“ დარჩან. ამას ტოტი მისი კარიერის მთავარ გამარჯვებად მიიჩნევს.

„იყო მომენტი, როდესაც მართლა ახლოს ვიყავი „რეალთან“. მაგრამ, შემდეგ ქალაქის, გულშემატკივრების, ოჯახის სიყვარულმა დარჩენისკენ მიბიძგა. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი გამარჯვება და დიდი ტიტულია, ყოველთვის ერთი მაისურით თამაში, ამას ვერავინ წამართმევს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ტიტული მოვიგე და „ოქროს ბურთი“ ვერ მოვიგე“, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი მთელი კარიერის განმავლობაში 1992-2017 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109832