ფეხბურთი

17:35 | 22.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ისტორია: როგორ გადაიყვანა SARS-კორონავირუსმა კაფუ "მილანში"

კორონავირუსის პანდემიის პირობებში 17 წლის წინანდელი ისტორია უნდა გავიხსენოთ. 2002-2004 წლებში სამყაროში სარსის სახელით ცნობილი ვირუსი იყო, რომელიც კორონავირუსის ტიპს მიეკუთვნებოდა.

სარსის ვირუსმა გავლენა ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, კაფუს კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა.

2003 წლის ზაფხულში სამხრეთ ამერიკელი „რომას“ ტოვებდა და სათამაშოდ იაპონიის J ლიგაში, „იოკოჰამა მარინოსში“ მიდიოდა. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული იყო. 33 წლის კაფუ ფიქრობდა, რომ ევროპაში მისთვის ადგილი აღარ გახლდათ.

თუმცა, სარსის ვირუსმა, რომელიც აზიაში იყო გავრცელებული, სამხრეთ ამერიკელს გადაწყვეტილება შეaცვლევინა და გარიგება ჩაიშალა. შედეგად, კაფუ იტალიაში დარჩა და კონტრაქტი „მილანთან“ გააფორმა, რომლის წარმატებებში მომდევნო 4 წელი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

0.113458