თამაშგარე

11:55 | 22.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

იღბლიანი ისაბელ კორეა

ერთ დროს ფეხბურთელ დავიდ ლუისის გულისსწორი, ახლა კი უკვე ჩიტივით თავისუფალი ბრაზილიელი მოდელი ისაბელ კორეა ფოტოგადაღებებზე აშშ-ში იმყოფებოდა, როდესაც მთელს მსოფლიოში კორონავირუსის საფრთხის გამო საზღვრები ჩაიკეტა და სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად, ეს გოგოც სხვა ქვეყანაში დარჩა გამოკეტილი.

ასეთ დიდებულ ასულს ტყულად როგორ მოაცდენდნენ და უმალ გამოჩნდნენ კეთილისმსურველნი, რომლებმაც სენიორიტა ისაბელთან სახელდახელო კონტრაქტი გაჩარხეს, რომლის მიხედვითაც, საზღვრები მალევე რომც გაიხსნას, მომდევნო ერთი წლის მანძილზე ისაბელ კორეა მაინც აშშ-ში იქნება და იქ იმოღვაწევებს.

პანდემიის თანმდევი მასობრივი ეკონომიკური კრიზისის პარალელურად, როდესაც ადამიანები სამსახურებს მრავალ ქვეყანაში კარგავენ, ისაბელ კორეას ნამეტანი გაუმართლდა და იმაზე უფრო კარგი კონტრაქტი მოახლაფორთა - რაც ადრე ქონდა. თან არც მეტი, არც ნაკლები, აშშ-ში! ბედი მაქვსო ამ გოგომ უნდა თქვას...

0.129727