ფეხბურთი

1:21 | 22.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო ქპრ-სთან ისტორიულ მატჩზე: "ასე გამარჯვება სჯობდა, ვიდრე 6:0 მოგება"

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ 2012 წლის პრემეირლიგის ბოლო ტური გაიხსენა, როდესაც მისი გოლით „სიტი“ 44-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონი გახდა.

„ბალოტელის ვუთხარი, რომ ჩემთან ახლოს ყოფილიყო, რომ ერთი-ორი შეხებით გვეთამაშა, ისიც დამეთანხმა. ცოტა ხანში ბურთი მას გადავაწოდე, მიუხედავად იმისა, რომ მარიო დაეცა პასის დაბრუნება მოასწრო და გატანა მოვახერხე.

ასეთი გამარჯვება უკეთესი იყო, ვიდრე 6:0 რომ მოგვეგო. სათადარიგო სკამზე ვიყავი და გასახურებლად მიკასთან ერთად წავედი (რიჩარდსი - რედ). როდესაც ქპრ-მ მეორე გოლი გაგვიტანა, მიკა გაბრაზდა, მაგრამ ვუთხარი, რომ ჩვენ მოვიგებდით და ასეც მოხდა. რაღაც წარმოუდგენელი იყო, არ გვჯეროდა, მაგრამ მეორეს მხრივ შესაძლებელი იყო და მჯეროდა“, - გაიხსენა აგუერომ.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტიმ“ მაშნ ქპრ 3:2 დაამარცხა და მსაჯის კომპენსირებულ დრომდე 1:2 მარცხდებოდა. გამარჯვების გოლი კი სერხიო აგუერომ მარიო ბალოტელის პასით გაიტანა.

0.134404