ფეხბურთი

23:14 | 21.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნიდერლანდებში სპორტული აქტივობები 1 სექტემბრამდე აიკრძალა

ნიდერლანდებში სპორტული შეჯიბრების აქტივობა 1 სექტემბრამდე აიკრძალა. შეზღუდვის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა გამოაცხადა.

ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ერედივიზონის შეწყვეტილი სეზონი სექტემბრამდე არ განახლდება. თუმცა, რა ბედი ეწევა სეზონს ჯერ კიდევ უცნობია.

არაა გამორიცხული, რომ სწორედ სექტემბერში განახლდეს, რადგან უეფას მკაცრი პოზიცია უჭირავს და წინააღმდეგია შიდა ჩემპიონატების ჩაშლის.

იმ შემთხვევაში თუ ეს სეზონი სექტემბერში გაგრძელდება, ახალი სეზონი რამდენიმე თვის შემდეგ აიღებს სტარტს. აქვე გეტყვით, რომ შეწყვეტამდე ჩემპიონატს „აიაქსი“ და „ალკმაარი“ ლიდერობდნენ. აქვე გეტყვით, რომ ნიდერლანდებში კორონავირუსის 34 ათასი შემთხვევაა დაფიქსირდა და 3 916 ადამიანი გარდაიცვალა.

0.123355