ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო დარწმუნებულია, რომ ჯანლუიჯი ბუფონი 2022 წლის მუნდიალზე ითამაშებს და კარიერასაც ამიტომ არ ასრულებს.
„ბუფონის კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემთვის გასაკვირი არაა. მისი მთავარი მიზანი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშია, რომელიც მისთვის მეექვსე იქნება. ერთი წლის შემდეგ კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს, ნახავთ, თუ გინდათ ფსონი გავაკეთოთ“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ ბუფონი „იუვენტუსთან“ კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისს იწურება, 1 წლით ახანგრძლივებს.