„იუვენტუსის“ ფეხბურთელი დუგლას კოშტა თავის საცოლე ნატალია ფელიქსს სისწრაფეში გაეჯიბრა. ოღონდ თავად ფეხით იყო, ხოლო ნატალია - კარტინგის მანქანით.
კოშტა მასზე სწრაფი აღმოჩნდა და სოციალურ ქსელში დაწერა: „ამ კვირაში დაუმარცხებელი ვარ, შემდეგი შენ ხარ შარლ ლეკლერ“.
ბრაზილიელმა ფორმულა 1-ის პილოტიც გამოიწვია, რა თქმა უნდა, ხუმრობით.