ლოს ანჯელეს „გალაქსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჟოაო პედრომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ საინტერესო ისტორიები გაიხსენა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შვედი თანაგუნდელებთან შედარებით თავისი უპირატესობის დამტკიცებას მუდმივად ცდილობდა.
„ჰიუსტო დინამოსთან“ ვთამაშობდით. 1:0 დავწინაურდით, მაგრამ შემდეგ ცუდად ვითამაშეთ და 2:3 დავმარცხდით. თამაშის შემდეგ ზლატანმა სასტიკად გაგვაკრიტიკა და გვითხრა: „თუ თქვენ აქ იმისთვის ხართ, რომ ჰოლივუდში გაისეირნოთ ან სანაპიროზე გახვიდეთ, ახლავე უნდა მითხრათ. მე ბანკში 300 მილიონი და კუნძული მაქვს, ეს ყველაფერი არ მჭირდება. პირველი ადამიანი ვინც დაილაპარაკებს, მოვკლავ, ნამდვილად მოვკლავ“.
თუმცა მხოლოდ ეს არ იყო. ვარჯიშზე თამაშს ვიწყებდით 11-11-ის წინააღმდეგ და ვიღაცამ იკითხა, ვინ დაიწყებდს თამაშს? მწვრთნელის ასისტენტმა თქვა, ჟოაო პედრო, რადგან დღეს მისი დაბადების დღეა. იბრაჰიმოვიჩი მას მიუბრუნდა და თქვა: „ყოველდღე ჩემი დაბადების დღეა, მომეცი ბურთი“, და გაიღიმა“, - თქვა პედრომ Record-თან საუბარში.