ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალში“ ტრანსფერთან ორჯერ ახლოს იყო, მაგრამ ერთხელ კლუბმა, მეორეც კი თავად განაცხადა უარი.
კრესპო აღიარებს, რომ 18 წლის ასაკში ბევრი ფული ჰქონდა, ორგიებსაც აწყობდა, მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდე მოთამაშეებისგან განსხვავებით მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობდა.
„დიდ ფეხბურთში დებიუტი 18 წლის ასაკში მქონდა და ჩემი მეუღლე 27 წლია საკში გავიცანი. სახლში არასდროს მიმიყვანია შეყვარებული. თავისუფალი, პოპულარული, ახალგაზრდა ვიყავი და ბევრი ფული მქონდა. ყველა პრივილეგია მქონდა, რომელსაც ვიყენებდი. დიახ, ორგიაც მომიწყვია, ბევრ გოგონასთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის ფეხბურთზე ვფიქრობდი განსხვავებით დღევანდელი ახალგაზრდებისგან, რომლებიც მხოლოდ პოპულარობაზე, ფულზე და ქალებზე ფიქრობენ.
„რეალი“? „ლაციოში“ ვთამაშობდი და „რეალს“ არჩევანი ჩემსა და რონალდოს შორის უნდა გაეკეთებინა. მადრიდელებმა ბრაზილიელი იყიდეს და მე „ინტერში“ სწორედ მის შემცვლელად გადავედი. 2009 წელს, „ბლანკოსში“ გადასვლა მეორედ შემეძლო, მაგრამ მხოლოდ ექვსთვიან კონტრაქტს მთავაზობდნენ, რადგან მაშინ კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები იყო დაგეგმილი და უარი ვთქვი“, - განაცხადა კრესპომ.