ფეხბურთი

22:07 | 20.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი ინოკენტი სამოხვალოვი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც რუსული გუნდის ვებგვერდი იტყონება, ახალგაზრდა ფეხბურთელი საკუთარ სახლში ინდვიდუალურად ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, სამოხვალოვს გულის შეტევა დაემართა, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

„ის კეთილი და გამგები ადამიანი იყო, კარგი მეგობარი. „ლოკომოტოვი“ შოკირებულია მომხდარის გამო, ჩვენი ოჯახისთვის ეს დიდი ტკივილია. სამძიმარს ვუცხადებთ ინოკენტის ოჯახსა და მეგობრებს“, - წერს „რკინიგზელთა“ ვებგვერდი.

აწ გარდაცვლილი „ლოკომოტივის“ აკადემიაში იწყებდა საფეხბურთო კარიერას, თუმცა მთავარ გუნდში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. ბოლოს იჯარის წესით ქვედალიგელ „კაზანკაში“ ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116575