„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდის, პოლ სქოულზის აზრით, საუკეთესო თავდამსხმელი, რომლის გვერდითაც უთამაშია, რუუდ ვან ნისტელროი იყო. ინგლისელი მიიჩნევს, რომ ნიდერლანდელი დაუნდობელი ბომბარდირი გახლდათ.
„ვან ნისტელროი უბრალოდ დაუნდობელი ბომბარდირი იყო, ის გოლების გასატანად ცხოვრობდა. ერთხელ, როდესაც გოლი ვერ გაიტანა, ავტობუსში ანრის გოლს უყურებდა და მთელი გზა ხმა არავისთვის გაუცია, რადგან შეპყრობილი იყო გოლებით, როგორც ბომბარდირი. არამხოლოდ „იუნაიტედში“, არამედ ყველგან.
მომწონდა შეტევების დასრულების მისი სტილი. წარმოუდგენელ თავდამსხმელებთან, კოულთან, შერინგემთან, იორკთან, სულშერთან ერთად ვითამაშე, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო ფინიშერი რუუდი იყო“, - განაცხადა სქოულზმა.
შეგახსენებთ, რომ ვან ნისტელრო „მანჩესტერში“ 2001-2006 წლებში თამაშოდა და 219 მატჩში 150 გოლი გაიტანა, ხოლო თითოჯერ პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ღრუსების ყველა გუნდი გავარდა კოეფიციენტებით პორტუგალია ბენფიკა პორტუ გაასწრებენ
ფეხბურთელებს რომ ყიდულობდეთ და პაპაჩემის ტოლა რიბერიზე არიყოთ დამოკიდებული ეგ უფრო კაი იქნებოდა
ალბათ მაგაზე ოცნებობ ამდენი წელი მაგიტო მიდიხარ უკან