ფეხბურთი

14:25 | 20.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "უმაყურებლოდ თამაში ჯობს, საერთოდ უთამაშებლობას"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უფეხბურთობას უმაყურებლოდ თამაში სჯობს. სლოვენიელის განცხადებით, ხალხს ახლა ძალიან სჭირდება ემოცია და სიხარული, რომელსაც ფეხბურთი გამოიწვევს.

„პრიორიტეტი გულშემატკივრების, ფეხბურთელებისა და მენეჯერების ჯანმრთელობაა. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ არსებობს ვარიანტები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია სეზონის განახლება და დასრულება. შესაძლოა ეს მაყურებლების გარეშე მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. ასეთ რთულ დროს ხალხს ისიც გააბედნიერებს, რომ ფეხბურთი მხოლოდ ტელევიზორში იხილონ.

ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ სეზონს ვერ გავაგრძელებთ. ეს საშინელება იქნება კლუბებისთვის და ლიგებისთვის. ჩვენ შეგვიძლია დამთავრება, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ ხელისუფლებების გადაწყვეტილებებს და დაველოდოთ ნებართვას, რომ დავუბრუნდეთ თამაშს.

ჯერჯერობით ევროთასების მატჩების თარიღზე გარკვეული არაფერია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დავიწყებთ თამაშს...

დიახ, ალბათ თვეების განმავლობაში მოგვიწევს უმაყურებლოდ თამაში, მაგრამ მაყურებლის გარეშე თამაში ჯობია საერთოდ უთამაშებლობას. ფეხბურთი ქომაგებს ემოციებს და სიხარულს მოუტანს სახლებში, რაც ახლა ძალიან სჭირდებათ.

არა, კონკრეტული ვადა სეზონის დასასრულებლად განსაზღვრული არაა. ვიკვლევთ მრავალფეროვან ვარიანტს იმის დასადგენად, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ტურნირები“, - თქვა ჩეფერინმა.

0.110792