ჩოგბურთი

1:40 | 20.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

საფინი კორონავირუსზე: "ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ხალხი ტელევიზორში ნაამბობს იჯერებს"

ATP-ის რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და ვეტერანმა რუსმა ჩოგბურთელმა მარატ საფინმა ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

რუსს არ სჯერა კორონავირუსის პანდემიის და თქვა, რომ ამის შესახებ 2015 წელს ბილ გეიტსმა იცოდა. მარატი ამბობს, რომ ხალხი პანიკაშია, რადგან იჯერებს იმასაც, რასაც საინფორმაციო გამოშვებებიდან ეუბნებიან.

„ეს ყველაფერი ხალხში მიკროჩიპით შეიქმნა. 2015 წელს ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ პანდემია იქნებოდა. არ მჯერა, რომ ეს ბედისწერაა, მათ ეს იცოდნენ და ყველანი ემზადებოდნენ. სიმულაციები დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჩატარდა ორი კვირით ადრე, სანამ ვირუსი მსოფლიოს მოედებოდა. ხალხი პანიკაშია და სჯერა იმის, რასაც ტელევიზორებიდან ეუბნებიან.

არიან თუ არა ქვეყნების ლიდერები შეთანხმებულნი? არსებობენ უფრო ძლიერი ადამიანები, ვიდრე ქვეყნების მმართველები არიან. ისინი ვინც ფულს მართავენ, მსოფლიოს მფლობელები არიან“, - თქვა საფინმა.

0.123977