ახლო წარსულში ცნობილი კოლუმბიელი ფეხბურთელი ფაუსტინო ასპრილია თანამემამულეებს პრეზერვატივებს სახლებში დრონით მიუტანს, უსასყიდლოდ, უფასოდ.
ამის შესახებ ვეტერანმა ასპრილიამ თავად განაცხადა. როგორც იცით, კოლუმბიელი პრეზერვატივების ბიზნესშია და საკუთარი ქსელი დაარსა სახელწოდებით - „ტინო“.
ასპრილია ფიქრობს, ამ ნაბიჯით კარანტინში მყოფ კოლუმბიელებს დაეხმარება. ფაუსტინოს აქცია მხოლოდ ორ ქალაქზე, ბოგოტაზე და მედელინზე გავრცელდება.