ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და საფრანგეთის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
გამოცემამ თითო პოზიციაზე ოთხ-ოთხი ფეხბურთელი წარადგინა და დანარჩენი უკვე ქომაგებზე იყო, ვინც პოზიციების მიხედვით ოთხეულში ყველაზე მეტ ხმას მიიღებდა, სიმბოლურშიც მოხვდებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 1998 წლის მსოფლიო და 2000 წლის ევროპის ჩემპიონის საფრანგეთის ნაკრების წევრების დომინირება აშკარაა - 9 ფეხბურთელია სიმბოლურში. უფრო ძველი თაობიდან მხოლოდ მიშელ პლატინისთვის მოიძებნა 11-ეულში ადგილი, ხოლო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი თაობიდან სიმბოლურში კილიან მბაპეა.
სიმბოლური ნაკრები ასეთია:
მეკარე: ფაბიენ ბარტეზი
მცველები: ლილიან ტურამი, ლორან ბლანი, მარსელ დესაი, ბიქსენ ლიზარაზუ
ნახევარმცველები: დიდიე დეშამი, პატრიკ ვიეირა
შემტევი ნახევარმცველები: კილიან მბაპე, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი
თავდამსხმელი: ტიერი ანრი
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
იხილეთ გადანაწილებული ხმები: