ფეხბურთი

18:48 | 19.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუნი: "რონალდუსთან მეგობრობის მიუხედავად, საუკეთესო ფეხბურთელი მესია"

უეინ რუნის კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ 5 წელი აქვს ნათამაშები (2004-2009), მაგრამ ამის მიუხედვაად მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი უფრო კარგი ფეხბურთელია.

„ისინი საუკეთესო ფეხბურთელები არიან, რომლებიც მე მინახავს. რონალდუსთან მეგობრობის მიუხედავად, მესის ვანიჭებ უპირატესობას, მისი თამაში განსხვავებულია. კრიშტიანუ საჯარიმოში ნამდვილი მკვლელია, მაგრამ მესის მოკვლა მანამდე შეუძლია, არგენტინელის თამაში უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებს.

„მანჩესტერის“ (253 გოლი) და ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირობა (53)? მე არასდროს ვყოფილვარ გოლეადორი, არ ვყოფილვარ გარი ლინეკერი ან რუუდ ვან ნისტელროი. თუმცა ჩემი რეკორდებით ძალიან ვამაყობ, რასაც „მანჩესტერში“ 13 და ინგლისის ნაკრებში 15 წლის განმავლობაში თამაშით მივაღწიე“, - თქვა რუნიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117433