ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ განაცხადა, რომ პაუზის შემდეგ ყოველ მესამე დღეს თამაში წარმოუდგენელი და შეუძლებელია.
„ორთვიანი პაუზის შემდეგ ყოველ სამ დღეში ვერ ვითამაშებთ, შეუძლებელია, არ არის მიზანშეწონილი. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმით, რომ შესაძლოა ყოველ მესამე დღეს ვითამაშოთ და გარდა ამისა, ამ სეზონის დასრულებისა და მომდევნო დასაწყისს შორის 2 კვირა შვებულებისთვის არ გვექნება.
მიუხედავად ამისა, არ შემიძლია კარანტინის გამო პირადად მე ვიწუწუნო. ცხადია, ვარჯიშისა და თამაშის დაწყებას ველოდებით და ეს გვინდა, თუმცა ყველა პირობას პატივი უნდა ვცეთ ფეხბურთელებისა და ჩვენი უსაფრთხოების გამო“, - აღნიშნა გარსიამ.