ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ „რომას“ სავარჯიშო ბაზაზე არ შედის და მანქანაში ჩუმად ტირის. ტოტის შვილი კრისტიანი ტრიგორიაზე ვარჯიშობს და სწორედ ის დაჰყვას იქ, მაგრამ ბაზაზე შიგნით აღარ შედის.
„ყოველჯერზე, როდესაც ტრიგორიაზე კრისტიანი მიმყავს, მე ჭიშკარს მიღმა ვრჩები, იქ ფეხს აღარ ვდგამ. ზოგჯერ მანქანაში ვრჩები და ვტირი, ვფიქრობ, რომ 30 წლის შემდეგ აღარ შემიძლია იქ შესვლა. იქაურობა დავტოვე და მორჩა. თუმცა, იქ ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი მყავს, გამოდიან ბაზიდან და მესალმებიან“, - განაცხადა ტოტიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი „რომას“ ღირსებას 1993-2017 წლებში იცავდა, შემდეგ კლუბის მენეჯმენტში იყო, მაგრამ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო „ჯალოროსი“ გასულ წელს დატოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან მაგარ ფეხბურთელად ყალიბდება და ჩვენთვის ზუსტადაც აუცილებელია ასეთი მოთამაშე
საბა მხეცია!
ფეხბურთის სასწავლო ლიტერატურაში უნდა გქონდეს ეს კადრი.
მე მგონი "დარტყმა ტერფით" არა?!
თუ არსებობს უფრო კაი სახელი...
ტერფით ათასნაირად შეიძლება დაარტყა და არა მაინცდამაინც ისე როგორც ლობჟანიძემ დაარტყა : ))))