ფეხბურთი

0:31 | 18.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნევილი: "ფერგიუსონს კაპიტნობა რონალდუსთვის რომ მიეცა, რუნი გაგიჟდებოდა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ გარი ნევილმა Sky Sports-სთან საუბარში განაცხადა, რომ უეინ რუნი კრიშტიანუ რონალდუს კაპიტნობის წინააღმდეგი იყო, ხოლო რონალდუ - რუნის.

„ჩემი კაპიტნად დანიშვნიდან 1 წელიწადში ტრავმა მივიღე და ფერგიუსონს ვუთხარი, რომ სხვა ბევრი ფეხბურთელი იყო, რომელთაც შეეძლო კაპიტნობა. რუნი, გიგზი, სქოულზი, რონალდუ, ვან დერ სარი და ევრა. მწვრთნელს არ სურდა არჩევანის გაკეთება და მითხრა, რომ მე და გიგზი მორიგეობით ვიქნებოდით.

დღის წესრიგიდან თავიდანვე მოიხსნა რუნის და რონალდუს კაპიტნობა. ფერგიუსონს სამკლავური რონალდუსთვის რომ მიეცა, რუნი გაგიჟდებოდა და პირიქით, რუნის შემთხვევაში ამ ამბავს კარგად რონლდუ არ მიიღებდა“, - გაიხსენა ნევილმა.

0.112103