ფეხბურთი

23:59 | 17.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე ვანდა ნარას დაუკავშირდა

მადრიდის „ატლეტიკო“ მაურო იკარდის ტრანსფერს მიუბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა წერს, დიეგო სიმეონე უკვე დაუკავშირდა ვანდა ნარას, რომელიც იკარდის მეუღლეცაა და აგენტიც.

არგენტინელი ფორვარდი პსჟ-ში ირჯება, თუმცა იჯარით და ფრანგები მის გამოსყიდვას არ აპირებენ. „ინტერში“ დაბრუნებას კი არც თავად ფეხბურთელი გეგმავს და არც მილანელებს აქვთ იგივე სურვილი.

„ატლეტიკოს“ გარდა, იკარდით ტურინის „იუვენტუსიც“ გახლავთ დაინტერესებული.

0.132667