ფეხბურთი

18:43 | 17.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლის" დიდი გეგმები: ალეგრიდან გრიზმანამდე

„ნიუკასლ იუნაიტედი“ შესაძლოა მომდევნო სეზონიდან სრულიად გარდაიქმნეს. ბრიტანული მედიის ცნობით, კლუბის აქციების შეძენასთან ახლოსაა მოჰამედ ბინ სალმანი, რომელიც „კაჭკაჭებში“ დიდი გემგებით მიდის.

ბინ სალმანი „ნიუკასლში“ მომდევნო ზაფხულს ტრანსფერებისთვის 350-400 მილიონ ევროს გამოყოფს, რაც ცხადია დიდი ინვესტიციაა გუნდის შემადგენლობის გაძლიერების სერიოზული საფუძველი იქნება.

მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრის შესაძლო დანიშვნაზე უკვე აქტიურად საუბრობენ. ფეხბურთელებიდან კი მთავარი სამიზე „ბარსელონას“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი იქნება, რომლის დამატებას ინგლისურლ კლუბში 90 მილიონ ევროდ იმედოვნებენ.

შეგახსენებთ, „ნიუკასლი“ დიდი ხანია ინგლისურ ფეხბურთში ამინდს ვეღარ ქმნის და ჩემპიონთა ლიგაზე 2002-2003 წლების სეზონის შემდეგ აღარც უთამაშია.

0.114208