ფეხბურთი

17:40 | 17.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კომანი "ბაიერნმა" დააჯარიმა, რადგან ვარჯიშზე Audi-ს მარკის ავტომობილით არ მივიდა

მიუნხენის „ბაიერნმა“ კინგსლი კომანი დააჯარიმა, რადგან ფრანგი ვარჯიშზე McLaren Mercedes-ის მარკის ავტომობილით მივიდა.

საქმე ისაა, რომ მიუნხენურ გიგანტს Audi-სთან ნახევარმილიარდიანი კონტრაქტი აკავშირებს და ფეხბურთელები ვალდებულნი არიან ვარჯიშზე ამავე მარკის მანქანით მივიდნენ. თუმცა კომანმა ხელშეკრულება დაარღვია და ბოდიშიც მოიხადა.

„მინდა ბოდიში მოვუხადო Audi-ს და „ბაიერნს“, რომ არ გამოვიყენე ამ კომპანიის მანქანა ვარჯიშზე მისასვლელად. მიზეზი ისაა, რომ Audi-ს მანქანის სარკე დაზიანებული მყავს და ეს ჩემი ბრალია“, - თქვა კინგსლიმ.

თანხის ოდენობა, რომელიც ჯარიმის სახით კომანმა გადაიხადა, ამ ეტაპზე უცნობია.

0.115396